26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერები მესამედ ჩავარდა

თბილისში, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერები მესამედ ჩავარდა.  ამის შესახებ BMG სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ტენდერების ჩავარდა უკავშირდება იმას, რომ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო.
პროექტი სამ მონაკვეთად იყო დაყოფილი და ადგილზე სამუშაოების ჯამური ღირებულება 17 მილიონ ლარს შეადგენდა.

25 მარტს თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ ჩაშლილ ტენდერთან დაკავშირებით BMG-სთან განაცხადა: “ჩვენი გეგმაა, რომ მაისის შუა რიცხვებში სამუშაოები დაიწყოს, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ზაფხულის პერიოდი და სექტემბერ-ოქტომბრისთვის, როცა ახალი სასწავლო წელი დაიწყება, ეს სამუშაოები უკვე დასრულებული იყოს. ამიტომ, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ახალი ტენდერი და ის აუცილებლად ჩატარდება”

banner
წინა სტატიაშითამარ ბაგრატიონი: ვისაც კანონით ეკუთვნის შეწყალება, ყველა შეწყალებული იქნება
შემდეგი სტატიაჯანმო ჰანტავირუსის შემთხვევების შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს