12.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 12.3 მილიონი ლარის ღირებულების ხუთივე ტენდერი ჩაიშალა

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 12.3 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები ჩაიშალა.

ტენდერები თბილისის მერიამ 20 თებერვალს გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, ამ ტენდერებში წინადადებები არცერთმა კომპანიამ არ წარადგინა.

გამოცხადებული ტენდერები შემდეგი მონაკვეთების ასფალტის საფარის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა:

კაკაბაძეების ქუჩიდან სავაჭრო ცენტრ “მერანამდე” მონაკვეთი – 2 555 446 ლარი
სავაჭრო ცენტრ “მერანიდან” ალ. ჭავჭავაძის ქუჩამდე მონაკვეთი – 2 126 797 ლარი
ალ. ჭავჭავაძის ქუჩიდან ბესიკის ქუჩამდე მონაკვეთი – 2 321 065 ლარი
ბესიკის ქუჩიდან 9 აპრილის ქუჩამდე მონაკვეთი – 2 482 117 ლარი
9 აპრილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი – 2 865 489 ლარი.
კონტრაქტორს ევალებოდა ასფალტის საფარის 20 სანტიმეტრის სისქით გამოცვლა, ახალი გვერდულების მოწყობა, სანიაღვრეების მოწყობა, არსებული ჭების დემონტაჟი და ახლის მოწყობა, მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია და ჰიდროიზოლაციის მოწყობა, მოაჯირების მონტაჟი, ახალი სახანძრო ჰიდრანტების დამონტაჟება.

banner
წინა სტატიაშიირანში აცხადებენ, რომ აშშ-სთან არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა
შემდეგი სტატია„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“: ბოლო ხუთ წელიწადში მოზარდებში თამბაქოს მოხმარება გაორმაგდა