25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

რუსთაველის გამზირის მიმართულებით საპროტესტო მარში დაიწყო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან “ოპოზიციური ალიანსის” მიერ ორგანიზებული მსვლელობა რუსთაველის გამზირის მიმართულებით დაიწყო.

აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს და საქართველოსა და ევროკავშირის დროშებითა და პლაკატებით პარლამენტის შენობის მიმართულებით დაიძრნენ.

ადგილზე იმყოფებიან “ოპოზიციის ალიანსში” შემავალი პარტიების ლიდერები, წევრები და რიგითი მოქალაქეები, რომელთათვისაც “ქართული ოცნების” დღევანდელი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა მიუღებელია.

როგორც “ოპოზიციის ალიანსში” შემავალი პარტიების ლიდერები აცხადებენ, მათაქციისთვის განკუთვნილი აპარატურის განთავსების უფლება საბოლოო ჯამში არ მისცეს, თუმცა ისინი შეეცდებიან შეკრებილ მოქალაქეებს საკუთარი ხმა მაინც გააგონონ.

banner
წინა სტატიაშიაქციის მონაწილეებმა თსუ-სთან საავტომობილო გზა გადაკეტეს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: ხალხი ერთობისთვისაა ქუჩაში გამოსული