რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. პროტესტის 365 დღესაც მოქალაქეები ისევ დედაქალაქის მთავარ გამზირზე დგანან.
მომიტინგეები ამბობენ, რომ ლოგიკურია, როცა “ოცნების” ხელისუფლების ძალადობრივი ქმედებების გამო ხალხი ერთი წელია გარეთ დგას.
გავიხსენე ძველი წარსული და გადავეტე სიმბოლურად. აქ გრძნობ თავს მაგრად! ჩემს ხალხს რომ ვუყურებ, ცოტას იკავებენ თავს. რატომ იკავებენ? სიმბოლურად მაინც გადმოვიდნენ და დადგნენ, – ამბობს აქციის მონაწილე, რომელიც პირველი გადავიდა სავალ გზაზე.
ცემას და წამებას შემოსეულ მტერს არ ვპატიობდით და ესენი შინაურებმა რომ დაგვილეწეს ეს ოქროს ახალგაზრდობა, რა ეგონა? არ გაგრძელდებოდა ეგონათ?, – ამბობს აქციის მონაწილე.
მოქალაქეები დარწმუნებულები არიან, რომ ბოლოს ქართველი ხალხის პროტესტი აუცილებლად გაიმარჯვებს.
წუთი წუთზე დედაქალაქის მთავარ გამზირზე საპროტესტო მარშები მივა.
















