გუშინ ღამით, დაახლოებით 22:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყდა – დემონსტრანტებმა გამზირი გადაკეტეს. პოლიცია მათ აქტიურად მოუწოდებდა გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი. დაახლოებით ერთ საათში საპატრულო პოლიციამ მოძრაობა აღადგინა და დამატებით დააკავა აქციის მონაწილეები. სავარაუდოდ, დაკავებები დღეს დილიდანაც გაგრძელდება, გზის გადაკეტვის ინიციატორთა იდენტიფიცირების შემდეგ. გზის გადაკეტვისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით რუსთაველზე უკვე ჯამში 100-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, რომელთაგან უმრავლესობას, სხვადასხვა ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს.
















