უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთი და უკრაინა „1000/1000-ზე ფორმულით“ ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ.
ამის შესახებ რუსტემ უმეროვმა სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„ჩვენ ვიცით თარიღი, მაგრამ ჯერ არ დავასახელებთ“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების დროს განხილული იყო ცეცხლის შეწყვეტის „ყველა მოდალობა“. უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, დეტალებზე ის მოგვიანებით ისაუბრებს.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების დროს ასევე განიხილეს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობაც.