რუსტამ ლატიპოვი: თავდამსხმელს აფხაზეთის საზღვარი არ გადაუკვეთავს

თავდამსხმელს, რომელმაც გუშინ ზუგდიდში საქართველოს ბანკში 43 ადამიანი მძევლად აიყვანა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის ხელმძღვანელმა რუსტამ ლატიპოვმა განაცხადა.

ინფორმაციას Sputnik Abkhazia ავრცელებს.

მანამდე ლატიპოვმა განაცხადა, რომ მიიღეს ყველა საჭირო ზომა, რათა დამნაშავე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არ გადავიდეს.

გარდა ამისა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ თავდამსხმელის დაკავების შემთხვევაში, მას ქართულ მხარეს გადასცემენ.

ზუგდიდში მდებარე საქართველოს ბანკში გუშინ, 21 ოქტომბერს მძარცველი შეიჭრა. მან მძევლები აიყვანა და 500 000 დოლარს ითხოვდა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ის ბანკიდან სამ მძევალთან ერთად წავიდა, მოგვიანებით ისინი გაათავისუფლა და ფულთან ერთად გაიქცა. შსს-ში ამბობენ, რომ მისი სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

გარდა ამისა, არსებობს ორი ვერსია თუ სად შეიძლება იმყოფებოდეს თავდამსხმელი. ერთ-ერთი ვერსიით შესაძლოა, რომ ის ოკუპირებულ აფხაზეთში გადავიდა, ხოლო მეორე ვერსიით კოდორში.

banner
წინა სტატიაშიუგულავა: მე ხომ სხვისას კი არა, ჩემს ცხოვრებას ვრისკავდი, რა არის აქ საღლიცინო
შემდეგი სტატიაელისაშვილი: ვახტანგ გომელაური თანამდებობიდან უნდა გადადგეს