რუსმა სექს-ტრენერმა რუსების მიერ ამერიკულ არჩევნებში ჩარევის შესახებ მტკიცებულებებზე ისაუბრა

ანასტასია ვაშუკევიჩი, იგივე ნასტია რიბკა, რომელიც თებერვალში ტაილანდში დააკავეს არალეგალური სექს-ტრენინგების გამო, ამერიკელ ჟურნალისტებთან გავიდა კონტაქტზე და მათ განუცხადა, რომ აქვს აუდიოჩანაწერი, რომელიც დაადასტურებს იმას, რომ რუსები აშშ-ს არჩევნებში ჩაერივნენ 2016 წელს – The New York Times-ი წერს. რიბკამ დღეს გამოცემის ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა, რომ ის ამერიკულ მხარეს გადასცემს აუდიოჩანაწერს იმ შემთხვევაში, თუკი აშშ მას პოლიტიკურ თავშესაფარს მისცემს. “თუკი აშშ დამიცავს, ყველაფერს, რაც ვიცი, მოვყვები. მე რუსეთში დაბრუნების მეშინია. იქ უჩვეულო ამბები გადამხდება თავს” – ამბობს რიბკა, რომლის თქმითაც მას 16 საათიანი აუდიოჩანაწერი აქვს, თუმცა, არ აკონკრეტებს რა ხდება ჩანაწერზე.
დღესვე მინსკში ამერიკის საელჩომ განაცხადა, რომ რიბკამ, რომელიც ბელორუსის მოქალაქეა, შესაძლებელია მიიღოს ლტოლვილის სტატუსი და არა პოლიტიკური თავშესაფარი, რადგანაც ეს უკანასკნელი შესაძლებელია მაშინ მიიღო, თუკი უშუალოდ ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფები. აშშ-ს საელჩო მინსკში თვალყურს ადევნებს მოვლენებს.

banner
წინა სტატიაშიე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფერედაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა
შემდეგი სტატიაზვიად კუპრავა სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს