რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 223 ბავშვი მოკლეს, – ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 223 ბავშვი და დაშავდა 410-ზე მეტი. ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან გრძელდება მუშაობა დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ბავშვებს შორის ყველაზე მეტი მსხვერპლი დონეცკის, კიევისა და ხარკოვის რაიონებშია.