რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 220 ბავშვი მოკლეს

რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 220 ბავშვი მოკლეს, – ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 220 ბავშვი და დაშავდა 406. ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან გრძელდება მუშაობა დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გუშინ ოდესაში რუსული არმიის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 14 წლის ბიჭი დაიღუპა და 17 წლის გოგონა დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – დღეს ქართული მედიასივრცე პლურალისტური და თავისუფალია, ყველა პირობაა შექმნილი ჟურნალისტიკის გაძლიერებისა და შემდგომი განვითარებისთვის
შემდეგი სტატიაCNN – რუსეთმა 9 მაისს უკრაინის წინააღმდეგ ომი, შესაძლოა, ოფიციალურად გამოაცხადოს