რუსმა სამხედროებმა სოფელ ვაყას ორი მკვიდრი დააკავეს

ე.წ.საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყას მკვიდრები ვალერი მეხრიშვილი და კახა მეზურნიშვილი დააკავეს.

მათი დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი ე.წ. საზღვრის სიახლოვეს შეშას ამზადებდნენ.

დაკავებულის ახლობლების განცხადებით, მათ ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ და ისინი ქართველი სამართალდამცავების კონტროლირებადი ტერიტორიიდან აიყვანეს.

ამ დროისათვის, ორივე მათგანი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე : თუკი რაიმე საყვედური და შენიშვნა ითქმის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიმართ, მთლიანად ვიზიარებ პასუხისმგებლობას
შემდეგი სტატიასაქართველოს მეფუტკრეთა კავშირი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს