რუსმა სამხედროებმა სოფელ ფლავისმანის მკვიდრი დააკავეს

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მკვიდრი, 28 წლის გიორგი სოხატერი დააკავეს.

სოხატერი იმ დროს აიყვანეს, როდესაც იგი ე.წ. საზღვრის სიახლოვეს პირუტყვს მწყემსავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოხატერს “საზღვარი” არ გადაუკვეთავს.

გატაცებულის ახლობლებმა მომხდარი უკვე აცნობეს შსს-ს და ადგილობრივ თვითმმართველობას.

რუსმა ოკუპანტებმა დღეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 62 წლის ვახტანგ მჭედლიშვილი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშისავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ზუგდიდში ბიზნეს სექტორს შეხვდა
შემდეგი სტატიაბოტანიკური ბაღის მიმდებარედ ჰესის შესაძლო მშენებლობა-მთავრობაში განმარტებები გაკეთდა