რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანიდან ორი მწყემსი გაიტაცეს

რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანიდან ორი მწყემსი გაიტაცეს. 65 წლის გივი ეცადაშვილი და 72 წლის გივი მამისბედაშვილი რუსმა სამხედროებმა მინდორში დააკავეს.

დაკავებულების ოჯახებს ოკუპირებული ცხინვალიდან ჯერ არავინ დაკავშირებია.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის შვილი მარიკა ეცადაშვილი ამბობს, თანასოფლელებს დაინახეს, როგორ ჩასვეს რუსმა სამხედროებმა მწყემსები “ურალის” მარკის ავტომანქანაში.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაია: „დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც თქვენი ქვეყანა საკუთარი ტერიტორიების  დაბრუნებას აღნიშნავს“
შემდეგი სტატიაადვოკატის მიერ მოტყუებული დევნილი