რუსმა პრანკერებმა მიხეილ სააკაშვილი და დავით საყვარელიძე “გაათამაშეს” ვიდეო

ერთი დღით ადრე სანამ გაიმართებოდა საუბარი შინაგან საქმეთა მინისტრთან, რუსმა პრანკერებმა ლექსუსმა და ვოვანმა თავად მიხეილ სააკაშვილი  დავით საყვარელიძე “გაათამაშეს”. მათ 6 თვის განმავლობაში ჰქონდათ სატელეფონო ურთიერთობა საქართველოს ექს-პრეზიდენტთან, რომელსაც ერთ-ერთმა მათგანმა თავი წარუდგინა როგორც უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს ადმინისტაციის ხელმძღვანელის მოადგილის წარმომადგენელი.
ვოვანი და ლექსუსი “გადასცემდნენ” სააკაშვილს ინფორმაციას “შინაგანი მოხმარებისთვის”, რომელიც მან რამდენჯერმე გაახმოვანა პრესკონფერენციაზე.
“მოქალაქეობასთან დაკავშირებით ასიანში გავარტყით. მართლაც რომ მოგვიანებით მას ჩამოერთვა მოქალაქეობა. როდესაც ერთ-ერთ საუბარში შევთავაზეთ მას უკრაინის ხელმძღვანელობასთან კომპრომისზე წასვლა, მან ერთ ადგილზე გაგვაგზავნა”, – აღნიშნეს რუსმა პრანკერებმა.

“საერთაშორისო რეპუტაციას მას (რედ. პოროშენკოს) საერთოდ არ ადარდებს. ის ახლა აბსოლუტურად მიმართულია საშინაო ბრძოლისკენ. საერთაშორისო პრესის რეაქციას ისეთს მიიღებს, რომ მას იანუკოვიჩის რიგებში ჩააყენებენ”-აცხადებს დავით საყვარელიძე  რუსი პრანკერების მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში.

https://youtu.be/I1laIyISmmc

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია:სააკაშვილის დევნა პოლიტიკურად მოტივრებულია
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტის განცხადება აფხაზეთის ომის დაწყების 25 წლისთავთან დაკავშირებით