რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ჭვრინისის მკვიდრი, 62 წლის მამაკაცი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ჭვრინისის მკვიდრი, 62 წლის გიორგი ხარაზიშვილი გაიტაცეს. საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.
მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი შეშის მოსამარაგებლად იყო წასული.

banner
წინა სტატიაშიორთაჭალაში მოქალაქემ მტკვარში გადახტომა სცადა
შემდეგი სტატიაანაკლიაში ჩადენილი გაუპატიურების ბრალდებით, თბილისის აეროპორტში ერთი პირი დააკავეს