რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ატოციდან 2 ქალი გაიტაცეს

გატაცება საოკუპაციო ზონის მიმდებარე სოფლიდან – რუსმა ოკუპანტებმა
ორი ქალბატონი – 39 წლის შორენა და 26 წლის ლაურა ბალახაძეები დააკავეს. ორივე მათგანი თბილისელია.

დაკავება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მახლობლად მოხდა. გატაცების ფაქტს ადასტურებენ სახელმიწფო უსაფრთხოების სამსახურში, სადაც აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ასევე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ქალბატონებს ე.წ. საზღვრის უკანონო დარღვევაში ადანაშაულებენ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ მაგისტრალური მილსადენიდან ნავთობის ქურდობის ფაქტი გახსნა
შემდეგი სტატია,,დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა, გილოცავთ დღევანდელ დღეს”- პრემიერი