რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკში სკოლა დაბომბეს – 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის ქალაქი სევერედონეცი დაბომბეს. რუსების იერიშების შედეგად, სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ სასწავლო დაწესებულების შენობას 200-ზე მეტი ადამიანი აფარებდა თავს, რომელთაგან უმეტესობა ბავშვი იყო. ამის შესახებ ინფორმაცია ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გაავრცელა.

“რაშისტებმა სევეროდონეცკში საარტილერიო შეტევა განახორციელეს. დაბომბილ სკოლის შენობას ბავშვებიც აფარებდნენ თავს, თუმცა მათ შორის მსხვერპლი არ ყოფილა. ლუგანსკის ოლქის პოლიცია ცდილობს, რომ გადარჩენილი ადამიანები სხვა თავშესაფარში გადაიყვანოს. გთხოვთ, თუ ამ ქალაში რჩებით, ყოველთვის თავშესაფრებში იყავით”. – წერს გაიდაი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილს თავის მაგნიტო-რეზონანსული კვლევა ჩაუტარდა და სერიოზული ცვლილებებია, რაც სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს – ნაყოფია
შემდეგი სტატიაპუტინი აბსოლუტურ ჩიხშია, მას არ შეუძლია გაიმარჯვოს ობიექტური მიზეზების გამო – ბუდანოვი