რუსმა ოკუპანტებმა სერგო დარბაიძე და ლაშა ხუროშვილი ტყვეობიდან გაათავისუფლეს

რუსმა ოკუპანტებმა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. სოფელ ქვეშის მკვიდრი სერგო დარბაიძე და არასრულწლოვანი ლაშა ხუროშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ქართულ მხარეს გვიან ღამით გადასცა.

სერგო დარბაიძე და ლაშა ხუროშვილი რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. გათავისუფლებულებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” პოლიტსაბჭოს ამცირებს
შემდეგი სტატიახონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში ხვალ შუალედური არჩევნები ჩატარდება