რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს. ნიქოზის მცხოვრებლები გაბრიელ მელანაშვილი და თამაზ მჭედლიძე ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით აიყვანეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან, მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი საოკუპაციო რეჟიმი ჯარიმის სახით 800 ლარის გადახდას ითხოვს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.​

banner
წინა სტატიაშიეკა ხერხეულიძე: საინტერესო მგონია იცნობდეთ თავად ზვიად გამსახურდიას მოგონებას
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: ყაჩაღობა სამეგრელოში – ბოროტმოქმედები მოქალაქეს სასტიკად გაუსწორდნენ