რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, 24 წლის გიორგი არაქელოვი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. გორის რაიონის სოფელ ახალუბნის მკვიდრს გიორგი არაქელოვს ოკუპანტები სავარაუდოდ, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

სად და რა ვითარებაში მოხდა 24 წლის ახალგაზრდის გატაცება უცნობია. ოჯახის წევრების განცხადებით, მათ ამ დრომდე არავინ დაკავშირებიათ.

მათივე თქმით, ეს გიორგი არაქელოვის გატაცების უკვე მესამე შემთხვევაა.

შეგახსენებთ რომ ცხინვალის ციხეში უკვე მეორე დღეა უკანონო პატიმრობაში რჩება, ასევე არცევიდან გატაცებული პაატა არაქელოვიც.

banner
წინა სტატიაშიბათუმის ესტაკადა გაიხსნა
შემდეგი სტატიასამცხე-ჯავახეთის პოლიციის თანამშრომლისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს