რუსმა ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ სახლემწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

“რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.

უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი“. ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.”- ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისოცმუშაკები: ოცნების ქალაქში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახებისთვის არ იქნა შეთავაზებული უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები
შემდეგი სტატიაცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, გოგი თო­ფა­ძე 85 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.