„რუსული ჯარები აძლიერებენ შეტევების ტემპს დონეცკის რეგიონში, ხოლო ხარკოვის რეგიონის ჩრდილოეთით კი ინტენსივობას ამცირებენ. ეს შეიძლება მიუთითებდეს ზაფხულის შეტევის მომზადებაზე ან მის დაწყებაზე“, – აღნიშნულის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ იტყობინება.
ორგანიზაციის ექსპერტების აზრით, რუსეთის შეტევა ხარკოვის რეგიონში, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან ყურადღების გადატანას, რათა რუსებს საშუალება მიეცეს გააქტიურდნენ ფრონტის სხვა ხაზზე.
„კერძოდ, რუსებმა 18 ივნისის ღამეს გაზარდეს თავდასხმების ინტენსივობა ტორეცკი-გორლოვკას მიმართულებით და შეინარჩუნეს შეტევების შედარებით მაღალი ინტენსივობა ამ მხარეში 19-დან 22 ივნისამდე. მტერმა ამ სექტორში რამდენიმე ტაქტიკური გამარჯვებაც კი მოიპოვა.
გააქტიურება ყურადღებას იმიტომ იპყრობს, რომ რუსები ამ კუთხით ერთი წლის განმავლობაში არ აქტიურობდნენ. გარდა ამისა, მტერი ინარჩუნებს დაბომბვის მაღალ ინტენსივობას ჩასოვოი იარის მიმართულებით და ავდეევკას გარშემო“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.