რუსმა ოკუპანტებმა ოლექსანდრიის აეროდრომი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა კიროვოგრადის ოლქში, ქალაქ ოლექსანდრიის აეროდრომზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები, თუმცა მათი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

როგორც ოლექსანდრიის მერმა, სერგეი კუზმენკომ აღნიშნა, აეროდრომზე თავდასხმა ღამით მოხდა.

“მიმდინარეობს გადაუდებელი სამაშველო სამუშაოები”, – თქვა მან.

თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ასევე კიროვოგრადის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი რაიკოვიჩმა.

“მტრის რაკეტებმა ოლექსანდრიის ინფრასტრუქტურამდე მიაღწიეს. არიან დაღუპულები და დაშავებულები”, – თქვა მან, თუმცა მსხვერპლის რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში დაჭრილი 5 ქართველი სამხედროს მდგომარეობა სტაბილურია
შემდეგი სტატიაუკრაინაში 1 900-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს – გაერო