რუსმა ოკუპანტებმა ოდესაზე 4 სარაკეტო იერიში მიიტანეს

დონეცკის ოლქის ქალაქ კოსტიანტინივკაში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა – ამის შესახებ ინფორმაციას The Kyiv Independent ავრცელებს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თავდასხმის შედეგად ადგილობრივი ლიცეუმის შენობაში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ.
პარალელურად რუსეთის ჯარებმა გააძლიერეს ხერსონის ოლქში მშვიდობიანი მოსახლეობის “ფილტრაცია”. ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, იური სობოლევსკის თქმით, რუსული ჯარები “ასუფთავებენ რეგიონს იმ ადამიანებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საოკუპაციო რეჟიმს”.
მოვლენების პარალელურად, რუსეთმა ოდესის ოლქში 4 რაკეტა ისროლა. ოდესის საქალაქო საბჭოს ცნობით, ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა, მაგრამ მსხვერპლი ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

banner
წინა სტატიაშისამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მიღება გრძელდება
შემდეგი სტატიაჩინეთის მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები დასავლეთის მხრიდან სანქციების თავიდან აცილების მიზნით, რუსეთში საქმიანობას ჩუმად წყვეტენ