რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქის თითქმის მთელი ტერიტორია დაიპყრეს – გაიდაი

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ოლქის ტერიტორია თითქმის სრულად დაიპყრეს.

მისი თქმით, ამ დროისთვის ბრძოლები ორ დასახლებაში მიმდინარეობს.

“ლუგანსკის ოლქის თითქმის მთელი ტერიტორია დატყვევებულია, თუმცა ორ დასახლებულ პუნქტში ბრძოლები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ასე რომ, ისინი ჯერ არ მისულან ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებთან. ცდილობენ, რეგიონის ბოლომდე აღებას, აწარმოებენ დაბომბვას შეუჩერებლად. მათ დიდი ზარალი განიცადეს, თუმცა არც კი ითვლიან, რამდენი ადამიანი დაკარგეს” , – ამბობს გაიდაი.

banner
წინა სტატიაშიდუმის სპიკერის აზრით, აშშ-მ პანდემიით დაზარალებულ ყველა სახელმწიფოს ზარალი უნდა აუნაზღაუროს
შემდეგი სტატიაქართული ოცნება“ გვეუბნება, მუხტი დავარდა და აქცია დაიშალაო, რა უნდა გვექნა – ქაჯეთის ციხესავით უნდა შევჭრილიყავით და ქონგურიდან გადმოგვეგდო ღარიბაშვილი, თუ რას ელოდებოდნენ?! – მანჯგალაძე