რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკი დაბომბეს, არის მსხვერპლი – სერგეი გაიდაი

რუსმა ოკუპანტებმა ლისიჩანსკში ერთ-ერთი სკოლა დაბომბეს, რომლის სარდაფსაც თავს 23 ადამიანი აფარებდა, მათ შორის ბავშვები – ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.

მისი თქმით, ამ თავდასხმისას არავინ დაღუპულა, თუმცა 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ქალაქ პრივილში, დასახლებულ პუნქტზე მიტანილ იერიშს.

“რუსული ჭურვი კერძო სახლის ეზოში დაეცა, სადაც იმ დროს 68 წლის კაცი იმყოფებოდა. ის ადგილზე გარდაიცვალა”, – წერს გაიდაი.

მისივე თქმით, 26 აპრილს რუსეთის მხრიდან დაბომბვის შედეგად რეგიონის თითქმის მთელი ტერიტორია დაზარალდა. მაშველებმა დააფიქსირეს 7 სახლის ნგრევა, თუმცა გაცილებით მეტი შენობაა დაზიანებული.

“თითქმის ყველგან მტერი უმიზნებდა საცხოვრებელ პუნქტებს. სევეროდონეცკში დაზიანდა ბინა მაღალსართულიან კორპუსში, 2 სახლი დაიწვა რუბეჟნოეში, 1 – ნიჟნიში, კიდევ ორი ლისიჩანსკში. სანამ ბელგოროვკიდან ხალხის, მათ შორის 8 ბავშვის ევაკუაციას ვახორციელებდით, რუსებმა სოფელს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, კიდევ ერთი კერძო სახლი საცხოვრებლად უვარგისია”, – ამბობს გაიდაი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქედაში საოჯახო სასტუმროს რეაბილიტაცია განხორციელდა
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი ხავიერ კოლომინას შეხვდა