რუსმა ოკუპანტებმა კრივოი-როგი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას კრივოი-როგის ინგულეცის რაიონი დაბომბეს.

დნეპროპეტროვკსის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალნეტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 41 წლის ქალი დაიღუპა, კიდევ ორი ადამიანი ჭრილობები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“განზრახ დაარტყეს საცხოვრებელ უბნებს “გრადებით”. მზაკვრულმა თავდასხმამ 41 წლის ქალის სიცოცხლე შეიწირა, კიდევ ორი ადამიანი ჭრილობები ჰოსპიტალიზებულია”, – ამბობს რეზნიჩენკო.

მანვე აღნიშნა, რომ აგრესორების დაბომბვის შედეგად დაზიანდა სკოლა და რამდენიმე შენობა, დაიწვა ერთ-ერთ შენობასთან მდგარი ავტომობილი.

UNIAN-ის ცნობით, გუშინ რუსმა დამპყრობლებმა ასევე დაბომბეს დნეპროპეტროვსკის ოლქში კრივორიზკას რაიონი. დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

banner
წინა სტატიაშიდიდი დიღმის მესამე მიკრორაიონის დასაწყისში პარკი მოეწყო
შემდეგი სტატიასამოქალაქო აქტივისტი გივი კუბლაშვილი გარდაიცვალა