რუსმა ოკუპანტებმა კრემინაში მშვიდობიანი მოქალაქეების მანქანას ესროლეს – 4 პირი დაიღუპა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემინაში მშვიდობიანი მოქალაქეების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. მსხვერპლისა და დაშავებულის შესახებ ინფორმაცია ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, სერგეი გაიდაიმ გაავრცელა.

“ქალაქ კრემინაში ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეების მანქანას ესროლეს. 4 პირი დაიღუპა, 1 კი დაშავდა. ეს ადამიანები ქალაქის დატოვებას თავად ცდილობდნენ. არ სცადოთ ქალაქიდან წასვლა თქვენით, ეს ძალიან საშიშია”. – წერს გაიდაი.

დაშავებულთან ექიმების მისვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება, რადგან რუსი ოკუპანტები ქალაქზე იერიშს კვლავ აგრძელებენ.

სერგიი გაიდაის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ქალაქ კრემინაში შევიდნენ, ქუჩებში კი დაწყებულია შეტაკებები.

აქამდე, გაიდაი ამბობდა, რომ 17 აპრილის საღამოს დაიწყო კრემინას საარტილერიო ცეცხლით დაბომბვა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა ფარსი და პატრიოტიზმის იმიტაციაა
შემდეგი სტატიადიდი ბრიტანეთის დაზვერვა – მარიუპოლზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შეთანხმებული წინააღმდეგობა რუსი სამხედროებისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა და რუსეთის წინსვლა შეანელა