რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი ისევ დაბომბეს – განადგურდა სკოლა-ინტერნატი და ლოკოკინების ფერმა

რუსმა ოკუპანტებმა ღამით ხარკოვის ოლქზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს. რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, დაბომბვის შედეგად ნემიშლიანსკის რაიონში მხედველობა-დაქვეითებული ბავშვების სკოლა-ინტერნატი განადგურდა.

მისივე ინფორმაციით, მტერმა დაბომბა ჩუგუივის, იზიუმის, ხარკოვისა და ბოგოდუჰივის რაიონებში მდებარე დასახლებებიც.

“ოკუპანტები აგრძელებენ ხარკოვის ოლქის სამოქალაქო ობიექტების, სახლების, კომერციული შენობების მიზანმიმართულ განადგურებას. დაბომბვის შედეგად დაიწვა ტყის ფართობი, მინდვრის კულტურების მოსავალი და თივის მარაგი. სოფელ კალინოვოში ოკუპანტებმა გაანადგურეს ლოკოკინების ფერმა. გაჩნდა მასშტაბური ხანძარი, რომელიც მაშველებმა ჩააქრეს”, – თქვა მან.

სინეგუბოვმა აღნიშნა, რომ გასული დღის განმავლობაში ხარკოვსა და მის შემოგარენში რუსების თავდასხმებს ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ერთი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება კონტაქტის ხაზზე. ხარკოვის მიმართულებით მტერი ცდილობს შეტევა განახორციელოს ფრონტის ზოგიერთ რაიონში. ჩვენი დამცველები უკუაგდებენ მტერს და იკავებენ მათ პოზიციებს”, – თქვა ოლეგ სინეგუბოვმა.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – რეკომენდაციას ვიძლევი, დახურულ შენობებში ატაროთ პირბადე, ინფიცირების შემთხვევების მატება ძირითადად „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამების ცირკულაციით არის განპირობებული
შემდეგი სტატია„ბიბისი“ – ბორის ჯონსონი პარტიის ლიდერის პოსტს დღეს დატოვებს, თუმცა პრემიერის თანამდებობას შემოდგომამდე შეინარჩუნებს