რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს – დაღუპულებს შორის 1 ბავშვია

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ხარკოვის ოლქი დაბომბეს. რუსების იერიშების შედეგად, 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რომელთაგან 1 ბავშვია. 10 პირი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია ხარკოვის გუბერნატორმა, ოლეგ სინეგუბოვმა გაავრცელა.

“ოკუპანტები ხარკოვში კვლავ ბომბავენ დასახლებულ პუნქტებს და ატერორებენ მშვიდობიან მოსახლეობას. ხარკოვის მაცხოვრებლებს ვთხოვთ, რომ მაქსიმალურად ფრთხილად იყვნენ და თუ აუცილებელი არაა, ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავონ, რადგან ეს ახლა ძალიან საშიშია”. – წერს სინეგუბოვი.

banner
წინა სტატიაშივილნიუსის მხრიდან კალინინგრადის მიმართულებით ტვირთების ტრანზიტის აკრძალვის გამო, რუსეთი ლიეტუვის მოსახლეობას შესაბამისი შედეგებით ემუქრება – ბიბისი
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი და ვიქტორ ორბანი ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ