რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს. დამპყრობლების თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. ამის შესახებ ხარკოვის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.
„ოკუპანტებმა კიევსკის, ინდუსტრიული უბნები დაბომბეს. რუსები 35-40 კმ-ის მანძილზე, მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს იყენებენ. ასევე, მათ დერგაჩევსკისა და ჩუგუევსკის რაიონები დაბომბეს“, – განაცხადა ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მან ასევე, ქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, უსაფრთხოების მიზნით, თავშესაფრები ზედმეტად არ დატოვონ და არ შეიკრიბონ. გარდა ამისა, ოლეგ სინეგუბოვმა დასძინა, რომ რეგიონში აღდგომის დღესასწაულისთვის, შეზღუდვები დაწესდება.

banner
წინა სტატიაშითავს მოვკვეთთ ყველას, ვისაც ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდის დარღვევა უნდა – ლუკაშენკო
შემდეგი სტატიარაშისტებმა „აზოვსტალის“ რაიონში საავადმყოფო დაბომბეს – 300-მდე ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი – უკრაინული მხარე