რუსმა ოკუპანტებმა გატაცებული 33 წლის შშმ მამაკაცი გაათავისუფლეს

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთიდან გატაცებული 33 წლის მამაკაცი გაათავისუფლეს.

ოთარ სამნიაშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. ის ერგნეთის საგუშაგოზე ქართულ მხარეს რამდენიმე წუთის წინ გადასცეს.

ოკუპანტები გატაცებულს სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი რუსმა ოკუპანტური რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით წაიყვანეს.

ეს ბოლო სამი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან ახლოს, ადამიანების გატაცების უკვე მე-13 შემთხვევაა.

banner
წინა სტატიაშიკერზაიას საქმე – “ევროპულ საქართველოში” აცხადებენ, რომ განათლების მინისტრს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი უნდა მოეხსნა
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს