რუსმა ოკუპანტებმა განმუხური-ფიჩორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, მეორემ კი გაქცევა შეძლო. გავრცელებული ინფორმაციით, დავით ცერცვაძე მეგობართან ერთად, განმუხური-ფიჩორის მიმდებარე ტერიტორიაზე ნადირობდა.

მისი ახლობლების მტკიცებით, მას ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს. ოკუპანტები გათავისფულების სანაცვლოდ 3 ათას ლარს ითხოვენ. დავით ცერცვაძის დაკავების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადსტურებენ.

banner
წინა სტატიაშიმარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება
შემდეგი სტატიასაიდან ჰქონდათ მაღალჩინოსნებს “ციანიდის საქმეზე” ინფორმაცია? – “ეს არის საკითხი, რომელიც უნდა იქნას გამოძიებული”