რუსმა ნიკარაგუაში მღვდელს მჟავა შეასხა

რუსეთის მოქალაქემ ნიკარაგუაში, ეკლესიაში მღვდელს მჟავა აღსარების შემდეგ შეასხა – ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით რუსული “ლენტა” წერს. ინციდენტი 5 დეკემბერს მოხდა. ქალმა, რომლის სახელია ელის ლეონიდოვა გონი, მჟავა მარიო ჰევარს შესახა, რომელიც მანაგუაში ერთ-ერთ ტაძარში მსახურობს. საეკლესიო მსახური თვალის, სახის და ტანის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მღვდელს პირველადი დახმარება ეკლესიაში მყოფმა მრევლმა გაუწია, ასევე, მათვე დააკავეს ქალი პოლიციის მოსვლამდე. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ქალი ისე იქცეოდა, როგორც დემონჩასახული.
ადგილობრივი მედია აზუსტებს, რომ შემთხვევა მოხდა მას შემდეგ, რაც ნიკარაგუას პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ კათოლიკური ეკლესიის მღვდლები ანტისახელმწიფოებრივ შეთქმულებაში და საპროტესტო აქციების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. სახალხო გამოსვლები ქვეყანაში მას შემდეგ დაიწყო, რაც შრომის კანონში შესწორებები შეიტანეს. საპროტესტო აქციები შეტაკებებში გადაიზარდა, რომლის დროსაც 350 ადამიანი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშისომხეთის ექს-პრეზიდენტი ქოჩარიანი ისევ დააპატიმრეს
შემდეგი სტატიააფხაზეთიდან რუსეთში მანდარინის გატანისას ქრთამს იღებენ