რუსმა მესაზღვრეებმა ჩრდილო-კორეელი მეთევზეები დახოცეს

news
ავტ.: news ოქტომბერი 15, 2016 22:33

რუსმა მესაზღვრეებმა ჩრდილო-კორეელი მეთევზეები დახოცეს

რუსული მედია ,,ფე-ეს-ბე,,-ზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ რუსულმა სასაზღვრო ხომალდმა ცეცხლი გაუხსნა, პრიმოერიესთან ახლოს, რუსეთის ეკონომიკურ საზღვაო ზონაში კანონდარღვევით მყოფ ჩრდილო-კორეულ თევზ-რეწვის გემს , რომლის ეკიპაჟის 2 წევრი ლიკვიდირებულია, ხოლო 8 დაჭრილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილო-კორეული გემი რუსული ,,ფე-ეს-ბე,,ს სასაზღვრო გემის ბრძანებას – გაჩერების შესახებ, არ დაემორჩილა და ნეიტრალური ზონისკენ განაგრძო სვლა, რის გამოც რუსულმა გემმა მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან ცეცხლი გაუხსნა დამრღვევებს. შედეგად გემი დაზიანდა, გაჩერდა და ჩაძირვა დაიწყო.
როგორც რუსული მედია აცხადებს, დაზიანებულ კორეულ გემთან ახლოს მისულ შეიარაღებულ მესაზღვრეებს კორეელი მეთევზეები დაესხნენ თავს. რაზეც მესაზღვრეებმა სროლით უპასუხეს. ინციდენტის შედეგად დაღუპულია ორი ჩრდილო-კორეელი მეთევზე და დაჭრილია რვა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 15, 2016 22:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,525
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics