რუსმა მესაზღვრეებმა აფხაზი ოპოზიციონერი დააკავეს

15285093_965685646896812_861487597695888532_nე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე დააკავეს აფხაზეთის ოპოზიციური ძალების ბლოკის „ამცახარას“ ერთ-ერთი ლიდერი ასლან ბჟანია. მისი დაკავება მოხდა რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. „ამცახარას“ პოლიტსაბჭომ საგანგებო სხდომა მოიწვია, რომლის ამსახველი ფოტოები ფეისბუქის მეშვეობით ვრცელდება.
ასლან ბჟანიას დაკავებას ოპოზიციურად განწყობილ აფხაზთა აღშფოთება მოჰყვა. მაგალითად, აფხაზეთის ჰუმანიტარული პროგრამების თანამშრომელი მარინა გუმბა წერს: „როგორ შეიძლება გაყიდო საკუთარი ერი? როგორ შეიძლება ჩააბარო საკუთარი მოქალაქეები? ესე იგი, როგორ არ უნდა გიყვარდეს საკუთარი ქვეყანა, რომ ასე გაიმეტო მისი ინტერესები“.
შეგახსენებთ, აფხაზეთის პოლიტიკური პარტიების გაერთიანება „ამცახარა“ ე.წ. პრეზიდენტ ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვს და ხმას იმაღლებს გამეფებული კორუფციის, განუკითხაობის და აფხაზეთში შექმნილი ეკონომიკური სიღატაკის წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაშინატანებში ქარმა სახლებს სახურავები გადახადა
შემდეგი სტატიაშტორმის მიერ დაზიანებული სასეირნო ბილიკები ზურაბ პატარაძემ დაათვალიერა