რუსმა მძღოლებმა არ იცოდნენ, რომ “აბლაბუდაში” მონაწილეობდნენ – ზელენსკი ოპერაციის დეტალებს ჰყვება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა ოპერაცია ‘აბლაბუდას” დეტალებზე. მისი თქმით, რუსი მძღოლები საქმის კურსში არ იყვნენ იმასთან დაკავშირებით, რა ტვირთი გადაჰქონდათ:

“რუსმა მძღოლებმა არ იცოდნენ, რომ ისინი მონაწილეობდნენ ოპერაცია „აბლაბუდაში “, რომლის ფარგლებშიც უკრაინამ რუსულ სამხედრო სტრატეგიულ სამხედრო აეროდრომებს დაარტყა” — განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის სხვა მნიშვნელოვანი განცხადებები ABC-თვის მიცემული ინტერვიუდან:

▪️”უკრაინამ ამ ოპერაციაში გამოიყენა მხოლოდ საკუთარი იარაღი და არა მოკავშირეების არსენალიდან მიღებული აღჭურვილობა”;

▪️”დარტყმებისთვის გამოყენებული დრონები დამალული იყო სპეციალურად აღჭურვილ კონტეინერებში, რომლებიც შორიდან- დისტანციურად მართული სახურავებით იყო დაფარული”.

▪️”კონტეინერების ადგილზე მიტანის შემდეგ, სახურავები დისტანციურად იხსნებოდა და უპილოტოები ჰაერში ფრინდებოდნენ”.

banner
წინა სტატიაშიმზად ვარ პუნქტობრივად დავასაბუთო, რატომ გვაზიანებს არჩევნებად წოდებულში გასვლა – ელენე ხოშტარია მამუკა ხაზარაძეს დებატებში იწვევს
შემდეგი სტატიახარკოვი მასობრივი საჰაერო და სახმელეთო იერიშის სამიზნე გახდა – სამი ადამიანი დაიღუპა