რუსმა ჯარისკაცებმა დატოვეს ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები – ციხელაშვილი ხურვალეთის მოვლენებს ეხმაურება

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები,“ – ეს განცხადება სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა.

ციხელაშვილი სოფელ ხურვალეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ არანაირი ინციდენტი არ მომხდარა.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები. ასევე, ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელეს განცხადებები, რომ არ დაფიქსირებულა ინციდენტი მათი გადმოსვლის, წვდომის ან რაიმე ტიპის დამატებითი ბარიკადების მშენებლობის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე,“ – ამბობს ციხელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს
შემდეგი სტატიაწითელსოფლიდან გაუჩინარებული გიგი გეგეჭკორი გარდაცვლილი იპოვეს