რუსმა ჯარებმა ღამით დონეცკის ოლქში ავდიივკა დაბომბეს

“რუსმა ჯარებმა ღამით დონეცკის ოლქში ავდიივკა დაბომბეს, სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა”,-ამის შესახებ პაველ კირილენკომ განაცხადა.
“საღამოს რუსებმა ქალაქი დაბომბეს არტილერიით. დაზიანდა სულ მცირე 20 საცხოვრებელი კორპუსი და საბავშვო ბაღი. დილით რუსულმა ავიაციამ ავიაიერიში განახორციელა ქალაქის ძველ ნაწილზე.
კირილენკოს თქმით, დამპყრობლები ანადგურებენ დასახლებებს მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ უგლედარიდან ლიმანამდე. ოკუპანტები “ურტყამენ” შედარებით უკანა ნაწილში მდებარე ქალაქებს, როგორიცაა ბახმუთი და სოლედარი.
“მოვუწოდებ ყველას: ნუ აქცევთ თავს რუსული არმიის სამიზნედ!”

banner
წინა სტატიაშიყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინასა და მოლდოვას – კობახიძე EU-ს კანდიდატის სტატუსზე
შემდეგი სტატიარუსი ალიგარქები მოიკითხეთ თქვენს ტელევიზიებში – კობახიძე ჟურნალისტებს