რუსმა დეპუტატმა ანტონიუ გუტერეშს ესტონეთის გაეროდან გარიცხვა სთხოვა

რუსეთის სახელმწიფო დუმის განათლებისა და მეცნიერების თავმჯდომარის მოადგილემ ბორის ჩერნიშოვმა გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტერეშს თხოვნით მიმართა ესტონეთი საერთაშორისო ორგანიზაციიდან გარიცხოს – რუსული მედია ავრცელებს. წერილის დაწერის მიზეზი ესტონეთის პრეზიდენტის კერსტ კალიულაიდის განცხადება გახდა იმასთან დაკავშირებით, რომ სკოლებში რუსული ენის სწავლება ესტონური ენისა და კულტურისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
დღეისათვის ესტონეთის სკოლებსა და გიმნაზიებში სწავლა ნაწილობრივ რუსულ ენაზე მიმდინარეობს. 2010 წელს მიღებული კანონის თანახმად, ესტონური და რუსული ენის პროცენტული მაჩვენებელი სკოლებში 60/40-ზეა.

banner
წინა სტატიაშილიბიელმა ფელდმარშალმა ტრიპოლიზე თავდასხმის განკარგულება გასცა
შემდეგი სტატია1 დაღუპული და დაშავებულები – შეჯახება წყალწმინდაში