უკრაინაში შეჭრის მომხრე რუსმა ბლოგერმა, ანდრეი მოროზოვმა, რომელიც ავდიივკაში რუსეთის დიდ დანაკარგებზე წერდა, თავი მოიკლა.
კერძოდ მოროზოვმა დაწერა, რომ ავდიივკაში რუსეთმა 16 000 სამხედრო და 300 ჯავშანტექნიკა დაკარგა, რამაც პროპაგანდისტების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. მათ ბლოგერი “რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცილისწამებაში” დაადანაშაულეს.
მოროზოვმა ბოლო შეტყობინებაში დაწერა, რომ თვითმკვლელობას გადაწყვიტა, რადგან აიძულებდნენ, წაეშალა პოსტი, რომელშიც ავდიივკაში დაღუპული ოკუპანტების რაოდენობა იყო მითითებული, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ემუქრებოდნენ, რომ მის სამხედრო ნაწილს საბრძოლო მასალას არ გადასცემდნენ.
მოროზოვი, ტელეგრამ არხზე ცნობილი, როგორც Murz, 2014 წლიდან რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სამხედრო ფორმირებებში იბრძოდა.