რუსლან პოღოსიანი- ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ არცერთ ეთნიკურ კონფლიქტში არ აღმოჩნდეს საქართველო ჩართული

საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა ეთნიკური მრავალფეროვნებით, ჩვენი საშობლოს მომავალს ერთად ქმნიდნენ საქართელოს ერთგული და მასზე შეყვარებული სხადასხვა ეთნოსების წარმომდენლები (ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, ოსები, აფხაზები, გერმანებელი, პოლონელები, ქურთები, ასურელები და სხვა ეთნოსების შვილები). საქართველოს სტაბილურობა და განვითარება სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად დიდწილად არის დამოკიდებული ეთნოსთაშორის ურთიერთობის გონივრულად დაგეგმვასა და წარმართვაზე, რაშიც თავისი წილი პასხისმგებლობა სახელმწიფო უწყებებთან ერთად აკისრია ყველა მოქალაქეს. სამწუხაროდ, ბოლო პეროდში, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირება, გარკველწილად გადმოედო ჩვენ თანამოქალაქეების ერთ ნაწილს, რომელთა შორისაც გავრცელდა ეთნიკური ნიშნით ერთმანეთან დამაპირისპირებელი მოსაზრებები. სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა გარკვეული ემოციური ბმა ჰქონდეს თავ-თავიანთი ეთნოსების სახელწიფოებთან, მაგრამ ამავე დროს უნდა გვახსოვდს, რომ ჩვენი ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად ყველანი ვართ საქართველოს შვილები და ჩვენ საქმიანობაში უნდა ვხელმძღვანელობდეთ საქართველოს სახელმწიფოსა და საზოგადობის ინტერესებით. ჩვენი მარავალეთნიკური ქვეყნის ყველა მოქალაქემ, ცხოვრების ყველა სფეროში, ჩვენი ქვეყნის წინაშე უნდა ვიტვირთოთ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა. საქართველოს ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომდგენელმა უნდა გაითავისოს, რომ არავის აქვს არც მორაური და არც იურიდილი უფლება უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს ჩვენი ქვყანა და ნებსით თუ უნებლიეთ ხელი შეუწყოს საქართველოს ჩართვას რომელიმე კონფლიქტში. მრჩება შთაბეჭდილება, რომ გარეშე ძალები ცდილობენ საქართველოში ეთნიკური კონფლიქტის გაჩაღებას. ეთნიკური კონფლიქტისთვის სხვა ნეგატიურთან ერთად ისიც არის დამახასიათებელი, რომ ათწლეულების განმავლობაში არ დაფიქსირებულა უკვე დაწყებული ეთნიკური კონფლიქტის მოგვარების პრეცედენტი. ჩვენ საქართველოს შვილებმა, ყველამ ერთად, ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ არცერთ ეთნიკურ კონფლიქტში არ აღმოჩნდეს საქართველო ჩართული. ჩვენ ერთად უნდა ჩამოვაყალიბოთ და გავაძლიერთ ჩვენი სამშობლო და ყველამ ერთად შევქმნათ საქართველოს თანამედროვე და განვითარებული სახელმწიფო და საზოგადოება. საქართველოს ყველა ეთნოსის წარმომადგენლებს, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ეთნოსთაშორისი დაძაბულობის შემცველ არცერთ ქმდებას არ ავყვეთ და ყველაფერი ვიღონოთ, რათა ჩვენ ქვეყანაში იყოს სამოქალაქო თანხმობა, ეთნოსთა შორის მშვიდობა, კეთილგანწყობა და თანამშრომლობა-წერს საქართველოს პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს, მის ტერიტორიულ მთლიანობას იმ საზღვრების ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა
შემდეგი სტატია„დატოვეთ „ოცნება“, ან გაწმინდეთ მედროვეებისგან!“ – „საქართველოს გზის“ ყოფილი თავმჯდომარის სკანდალური განცხადება