რუსლან აბაშიძე საქართველოში UNDP-ის ხელმძღვანელ ლუიზა ვინტონს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელ ლუიზა ვინტონთან სამუშაო შეხვდრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამჟამად არსებულ ვითარებას, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აფხაზეთში COVID-19 -ით ინფიცირებულ პაციენტთა მზარდ დინამიკაზე და ზოგადად COVID-19 -ით გამოწვეულ ჰუმანიტარულ გამოწვევებზე.
რუსლან აბაშიძემ და ლუიზა ვინტონმა ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და საერთო მიზნებზე, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის დევნილთა საკითხებზე.
შეხვედრას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, UNDP-ის კრიზისების პრევენციის და რეაბილიტაციის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ვარდიშვილი და მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიაჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით ერთი ოჯახის 3 წევრი მოათავსეს