რუსლან აბაშიძე ფოთში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლანა აბაშიძე, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და ფოთის მუნიციპალიტეტის მერ გოჩა კურდღელიასთან ერთად ფოთის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა.

მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმ შესაძლო პროექტების განხორციელებაზე იმსჯელა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების თვითდასაქმებას შეუწყობს ხელს.

banner
წინა სტატიაში“„ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ სააკაშვილს კიდევ აქვს საშუალება, ქართულ პოლიტიკაზე ასეთი განცხადებები აკეთოს”
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 20 ივლისს დაასახელებს