რუსლან აბაშიძე – მინდა მივულოცო ყველა ბავშვს, ვუსურვო მათ ბედნიერი ბავშვობა, ჯანმრთელობა და საუკეთესო მომავალი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ბავშვთა დაცვის დღე მინდა მივულოცო ყველა ბავშვს, ვუსურვო მათ ბედნიერი ბავშვობა, ჯანმრთელობა და საუკეთესო მომავალი.

ეს დღე განსაკუთრებულად მინდა მივულოცო საოკუპაციო ხაზთან და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ბავშვებს, რომელთა უფლებებიც, არსებული პოლიტიკური მდგომარეობის გამო, ყოველდღიურად ირღვევა. დღეს ამ ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის უსაფრთხო გარემო არ არსებობს, ისინი მოკლებულნი არიან თავისუფალი გადაადგილების და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალებას.

ჩვენ ყველამ ერთად ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ყველა ბავშვის უფლება დაცული, მათი ცხოვრება კი უსაფრთხო და უზრუნველყოფილი იყოს ერთიან საქართველოში“, – განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა თბილისში დიდი ოდენობით გადასახადის თავის არიდების ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაწირვა-ლოცვა მრევლის გარეშე – მეუფე სტეფანე მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წირვას ატარებს