რუსლან აბაშიძე და ეკა ხოფერია საბერძნეთის (კუნძულების) UNESCO-ს პრეზიდენტს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია საბერძნეთის (კუნძულების) UNESCO-ს პრეზიდენტს, იუნესკოს კლუბების, ცენტრებისა და ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრს (WFUCA) ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, იოანეს მარონიტისს შეხვდნენ, რომელიც საქართველოში ერთობლივი საერთაშორისო პროექტების დაგეგმვის მიზნით იმყოფება.

შეხვედრის ფარგლებში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სტუმარს მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივები გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“ და კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი გააცნეს.

შეხვედრის მონაწილეებმა კულტურის სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 705 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიადიღმის მასივში ასფალტის საფარი 7 069 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა