უბრალოდ არ მინდა დაჯერება, რომ ერთი მხოლოდ ერთი “ადამიანი” ვერ გამოიძებნა🙂↔️ იმდენ “ადამიანებში”, ბავშვს რომ დახმარებოდა,- წერს რუსკა ქარქაშაძე სოციალურ ქსელში, რითაც საზმაუს ეთერში მომხდარ ფაქტს ეხმაურება.
,,ოპერატორები, პროდიუსერები, ზოგადად საეთერო, პირველ რიგში ის მშობელი! ვიდეოს ვინც იღებდა და ეს ყველაფერი დააფიქსირა- როგორ არ გადააგდო ტელეფონი და არ შევარდა ბავშვის დასახმარებლად, აბა საკუთარი შვილი ყოფილიყო… რა გულმა უნდა გაუძლოს მე არ ვიცი!
ჯერ ემპათია, ერთმანეთზე ზრუნვა, გუნდურობა და რაც მთავარია ერთმანეთის სიყვარული უნდა ვასწავლოთ ბავშვებს და შემდეგ ვიამაყოთ მათი წარმატებით, ცეკვასა თუ სიმღერაში! სამწუხაროდ ნელ-ნელა კიდევ წამოვა, ძალიან ცუდი შედეგები – “მე ჩემს შვილს არაფერს ვაძალებ”, “თუ არ უნდა არ იტყვის გამარჯობას”, “ცუდად იქცევა მაგრამ არაუშავს, არ ვზღუდავ – ბავშვი თავისუფალი უნდა გაიზარდოს”! და ა.შ აი ამ აღზრდის მეთოდების გამო, რომელიც სამწუხაროდ ძალიან მოსწონთ მშობლების გარკვეულ ნაწილს”,-წერს რუსკა ქარქაშაძე.
დღეს ნანა კუხალაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მისი შვილიშვილი საზმაუს პირდაპირ ეთერში სიმღერის შესრულების დროს შეუძლოდ გახდა და დაეცა, თუმცა ბავშვს რამდენიმე წუთის განმავლობაში ყურადღება არავინ მიაქცია. ბებიის ინფორმაციით, “ანკა ნორმალურად არის, დაცემისას თითები იტკინა”















