27.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

“რუსიფიკაციის წინააღმდეგ ყველაზე დიდი განაცხადი 20 ივნისი იყო – დღევანდელი მარში კიდევ უფრო ხალხმრავალი უნდა იყოს”- თინა ბოკუჩავა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა 20 ივნისს რუსიფიკაციის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბურ სამოქალაქო პროტესტად აფასებს და ამბობს, რომ დღევანდელი მარში განსაკუთრებულად ხალხმრავალი უნდა იყოს. 

“გავრილოვის ღამე”, რომლის ერთ-ერთი გმირი ამდვილად არის ელენე, იყო პირველი ყველაზე თვალხილული სამოქალაქო წინააღმდეგობა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ივანიშვილის მცდელობის მიმართ, რომ გაარუსოს საქართველო. რუსიფიკაციის წინააღმდეგ ყველაზე დიდი, სამოქალაქო განაცხადი იყო სწორედ 2019 წლის 20 ივნისი. ამიტომ განსაკუთრებით მნიშნელოვანია, რომ ის ყოველკვირეული შაბათის მარში, რომელიც ყოველთვის ტარდება, 20 ივნისს კიდევ უფრო ხალხმრავალი, კიდევ უფრო გამბედავი, კიდევ უფრო მეტი წინააღმდეგობის შემცველი იყოს, – ამბობს თინა ბოკუჩავა.

banner
წინა სტატიაშიყურადღება მძღოლებს: დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მდინარე არაგვის ხიდზე მოძრაობა 4 დღით იზღუდება
შემდეგი სტატია“კობახიძემ შექმნა 20 ივნისის პროცესები და ბაქოში გაიქცა, გახარია კი ინსტიტუტებს იცავდა”- პარტია “საქართველოსთვის”