რუსი ჟურნალისტი შევჩანკო საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და ირანის ომზე

ცნობილი რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე საქართველოში მიმდინარე მოვლენების ეხმაურება, და სპეციალურ განცხადებაში, რომელიც “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, მსოფლიო პოლიტიკის ანალიზს აკეთებს საქართველოს ჭრილში.

“საქართველოში მიმდინარე შიდა საქმეებზე ყველაფერი გასაგებია – პოლიტიკური ელიტა (სახელისუფლებო და ოპოზიცია) ქართველ ხალხს მობეზრდა იმდენად, რომ ქაოსი საუკეთესო პასუხია ეროვნული დამცირების სპაზმზე საპასუხოდ, რომელიც საცოდავი რუსეთის დუმას დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩასვლას მოყვა, რომელსაც ცუდი ჩანაფიქრი არ ჰქონია და უბრალოდ დაჯდა იქ, სადაც მიუთითეს.
სიმარტივე ქორდობაზე უარესია – ეს ზუსტად ეს შემთხვევაა
ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოში მეფეც არის და ღმერთიც, რადგანაც იყიდა და ინახავს მმართველ ქართულ ელიტას, ქვეყანაზე კონტროლს კარგავს, რომელიც ცოტა ხნის წინ ჯერ კიდევ თითქმის აბსოლუტური ჩანდა.
რუსეთის მთავრობა მიჩვეულია ეზიზღებოდეს ხალხები, და თვლიდეს მათ წარუმატებლად, სხვადასხვა ოლიგარქებთან და ხელმძღვანელებთან შედარებით.
ამიტომაც ის, რაც ერებისთვის ღირებულია (რწმენა, ისტორია, წარმომავალი მიწა და მსგავსი) რუსული ხელისუფლებისთვის უბრალოდ, პატარა ხალხუნების ეთნოგრაფიული ახირებულობაა.
ბიძინა მოსკოვისთვის საჭიროა იმიტომ არა, რომ ის პრორუსია, არამედ, იმიტომ, რომ ის ოლიგარქია, თავისი.
როგორც პოროშენკო, კოლომოისკი, ახმეტოვი და ასე შემდეგ…
“თავისიანებთან” არის “ბაზარი”, “თემები” მაგრამ ისინი აღიარებული არიან და ტოლად ითვლებიან.
ხალხები, კრემლის აზრით, ეს უბრალოდ, ელექტორატია და მომხმარებელი, რომელსაც უცნაურობები ახასიათებს.
ვინ დგას ბიძინას მიერ კონტროლის დაკარგვის უკან?
ვინ აპირებს მისი სიძლიერის შერყევას? სააკაშვილი?
პოლიტიკის მიმდინარე ეტაპზე ეს კაცი პრაქტიკულად არავინაა.
კონფლიქტის წარმოქმნის მიზეზები შინაგანია, კონფლიქტის ესკალაციის მიზეზები კი – საგარეო.
და ის გეოპოლიტიკის სფეროში მდებარეობს.
ამერიკელები ირანში ომისთვის ემზადებიან.
ეს ომი გარდაუვალია.
და ის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე იქნება.
მაგრამ ახლა აშშ მისთვის არ არის მზად. დამრტყმელი დაჯგუფებები ისეთი ძლიერი ქვეყნისთვის, როგორიც ირანია, არ შექმნილა. და მისი შემქნა უბრალო საქმე არ არის.
საუდი იემენში მძიმე ომს აწარმოებს პროირანულ ძალებთან და შემაშფოთებლად იგებს, რომ ირანელები ამ ომში პირდაპირ ჩაერთვნენ – ერ-რიადს სავარაუდოდ, შანსი არა აქვს.
თურქეთი ამერიკული და საუდური ინტერესებისთვის ბრძოლას არ აპირებს და ამერიკელებს საკუთარ ტერიტორიებს არ გამოაყენებინებს. ყოველშემთხვევაში, მანამ, სანამ ერდორანი ცოცხალია და ხელისუფლებაშია. აზერბაიჯანი ირანთან ომს ხელს არავითარ შემთხვევაში არ მოაწერს. სომხეთიც. საკმარისია ის, რომ ირანთან საზღვარს ამერიკელები აკონტროლებენ. პაკისტანი და ავღანეთი ირანში ტერორისტული შეტევების წყარო იქნება, მაგრამ არა თავდამსხმელი ავიადაჯგუფებების ბაზად. რჩება საქართველო – მისი აეროპორტები იდეალურია თეირანზე, ტაბრიზზე, ისფახანსა და კასპიის ნავთობ და გაზის ადგილმდებარეობებზე თავდასხმისთვის.
სპარსეთის ყურის ავიამზიდებით აქ ფონს ვერ გახვალ. მით უმეტეს, რომ ირანელებმა უკვე აჩვენეს ის, რომ მზად არიან ყურეში დასავლეთის ნავთობის კომუნიკატები იყვნენ. საქართველო ირანთან ომში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ახლა ამერიკელები ბიძინაზე ზეწოლას ანხორციელებენ და მას არჩევანის წინაშე აყენებენ: შევარდნაძის ბედი ან ამერიკული პროტექტორატის სრული მიღება.
ის ხვდება მომენტის სერიოზულობას: ზუსტად ამით არის გამოწვეული თბლისის ქუჩებში მომიტინგეების მიმართ სისასტიკე. ეს მისი სიგნალია, ამერიკელების მიმართ მიმართული, რომ ის დარწმუნებულია საკუთარ თავში და უბრალოდ ისე არ დათმობს. მაგრამ , მოტეხავენ, ნებისმიერ შემთხვევაში. რადგანაც მისი პოზიცია ვაშინგტონთან დიალოგში – ეს ვაჭრის პოზიციაა. და შემოგებებული წინადადებები არ აწყობს. რუსეთი ქართული პოლიტიკური თამაშიდან სრულიად გაყვანილია. ეს მოსკოვის პატივმოყვარეობის, შოვნიზმისა და უაზრო სიამაყის შედეგია. ამერიკელების წინადადება, სავარაუდოდ, ასეთი იქნება: ახალი არჩევნები, სადაც “ოცნებისა” და “ნაციონალების” სიას აშშ-ს საელჩოში ერთგული აგენტურა შეადგენს. ამის შემდეგ, პარალმენტი გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული ჯარის შეყვანის შესახებ, რომ “რუსული აგრესიისგან” თავი დაიცვან. შემოდიან ჯარისკაცები – ირანზე თავდასხმა რეალური ხდება. ისევე, როგორც ირანის პასუხი: საქართველო – არ შეეცოდება.
მოსკოვს დარჩება თამაშის მხოლოდ ერთი ვარიანტი – ომი და შეჭრა. მაგრამ ეს ჩიხია, საიდანაც გამოსავალი უკვე არ იქნება.

ფიქრობდა ჩუმი ნომენკლატურული კომუნისტი გავრილოვი იმაზე, რომ ერთი სკამის ფასი ასეთი იქნებოდა?

banner
წინა სტატიაშისკანდალური კადრი – სდსს-ის შეფი სპეცრაზმს აქციის დაშლის დროს დავალებებს აძლევდა
შემდეგი სტატიამზად ვარ პირადი ფინანსური წვლილი შევიტანო ივანიშვილის გასტუმრებაში