Conflict Intelligence Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსული პოლიციის თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, 53 წლის რაფაელ ხამიდულინი სირიაში მოკლეს, რუსულ მედიაში მისმა მეგობარმა აიდარ იბრაგიმოვმაც დაადასტურა.
იბრაგიმოვის განცხადებით, ხამიდულინი ახალგაზრდობიდან რუსეთის პოლიციის ანტიტერორისტულ ქვეგანაყოფში მუშაობდა. მას ხშირად აგზავნიდნენ ჩეჩნეთშიც. თუმცა ცოტა ხნის უკან ხამიდულინი პენსიაზე გავიდა. ხამიდულინის მეგობრები არ აკონკრეტებენ, თუ რა უნდოდა პენსიაზე გასულ ვიცე-პოლკოვნიკს სირიაში, სადაც ის, სარწმუნო წყაროს ცნობით, ნავობსადენთან მისვლის დროს მანქანით აფეთქდა..
,,გარდაცვალების გარემოებები ცნობილია. ის, სავარაუდოდ 21 სექტემბერს, მანქანაში აფეთქდა, როდესაც თავისი სამუშაოს ფარგლებში ნავთობსადენს მიუახლოვდა. მისი გვამი მოგვიანებით მეუღლემ ამოიცნო,, აცხადებს ინკოგნიტო წყარო.